29 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებათან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელის საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი უძღვებოდა. ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას, სერვისებს, განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. შეხვედრები ოთხშაბათობით გაგრძელდება და ყველა ახლადგაწევრიანებულ კოლეგას საშუალება ექნება მისთვის სასურველი ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს წევრების და აღმასრულებელი მდივნის მეშვეობით მიიღოს.